30.05.2023
ამიტომ, ჟურნალისტიკაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა Data StoryTelling ანუ ამბის მონაცემებით თხრობა.
როგორ ეხმარება მონაცემები ჟურნალისტს?
მონაცემებით ამბის თხრობა, ისეთი "დამხმარე მტკიცებულებებით", როგორიცაა გრაფიკები და დიაგრამები, მკითხველს უფრო კომპლექსურ ინფორმაციას აწვდის ამა თუ იმ საკითხზე. დამატებით, მონაცემების საშუალებით, შესაძლებელია რთული საკითხების მარტივად ახსნა.
მონაცემებზე დაფუძნებული ამბავს შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე და საბოლოოდ, ის ერთერთი "მძლავრი ინსტრუმენტია" მედიის მთავარი ფუნქციის შესასრულებლად.
რას მატებს მონაცემები ამბავს, მოკლედ:
- რთული ინფორმაციის მარტივად გადმოცემა და აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი მიგნებების გრაფიკულად ჩვენება.
- მხოლოდ მონაცემები დამოუკიდებლად ამბავს ვერ მოყვება, ამიტომ აუცილებელია ჟურნალისტის მიერ გარკვეული ტენდენციების აღმოჩენა და ამაზე ამბის შექმნა.
- მონაცემები უკვე არსებული ამბის გასამყარებლად შეიძლება გამოიყენოთ.
რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია?
იმისთვის, რომ მონაცემებით ამბის თხრობა გასაგები იყოს, მნიშვნელოვანია ამ მონაცემებით მარტივი ვიზუალების შექმნა.
- NBC News-მა კოვიდ19-ის ვაქცინის 5 წელზე ზემოთ
მოსახლეობის ბუსტერ დოზით აცრა ვიზუალურად
წარმოადგინა.
- სხვადასხვა პროდუქტებზე ინფლაციის მაჩვენებელის ვიზუალიზაცია
მონაცემებით ამბის თხრობის მაგალითები:
- 2016 წელს, დონალდ ტრამპის მიერ შევსებული დეკლარაციის
მონაცემებით, "The Wall Street Journal"-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს,
რომ მინიმუმ 500 კომპანიასთან ტრამპს ინტერესთა კონფლიქტი აქვს,
რადგან ყველა მათგანი პირდაპირ თუ ირიბად მისი ან მისი ოჯახის
მფლობელობაშია. ინტერაქციული ვიზუალის საშუალებით ამ კავშირების
ნახვაა შესაძლებელი.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული მონაცემებით ამბის თხრობა პირდაპირაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რადგან ძირითადად საჯარო ინფორმაცია მოიცავს ისეთ დეტალებს როგორიცაა ფინანსური გადახარჯვა ან თანხების გაფლანგვა, სხვადასხვა ტიპის გარიგებები სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის და სხვა.
მსგავსი მიგნებების აღმოჩენა კი მონაცემებით ამბის თხრობის მთავარი მახასიათებელია. წაიკითხეთ ვრცლად - ასკგოვი - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამარტივებულ გზა.