ევროკავშირს სურს, ონლაინ პლატფორმებმა მიუთითონ, თუ კონტენტი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული
08.06.2023
დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირი მოუწოდებს Google-ს, Meta-ს და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებმა, მიუთითონ, თუ კონტენტი ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

რა ვიცით

როგორც ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ვერა ჟუროვა აღნიშნავს, ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების შესაძლებლობა, შექმნას რთული შინაარსი და ვიზუალი წამებში, აჩენს გამოწვევებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

  • “ევროკავშირის რეგულაციები მიზნად ისახავს სიტყვის თავისუფლების დაცვას. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის წარმოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე უფლებას, რომ მანქანებს ჰქონდეთ სიტყვის თავისუფლება”.
  • “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირის შეთანხმების ხელმომწერებმა უნდა დანერგონ ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის კონტენტის ამოსაცნობად და მიაწოდონ ის მომხმარებლებს”.

მარტივად რომ ვთქვათ

ონლაინ პლატფორმებმა, რომლებსაც აქვთ ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი თავის სერვისებში, როგორიცაა chat GPT და Google-ის Bard chatbot, უნდა შექმნან გარანტიები, რათა თავიდან აიცილონ დეზინფორმაციის გავრცელება.

EU-ს ნებაყოფლობით შეთანხმება

ციფრული კომპანიების უმეტესობა უკვე ხელმომწერია ევროკავშირის კოდექსისა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს შეაფასონ თავიანთი მუშაობა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და გამოაქვეყნონ რეგულარულად ანგარიშები მათი პროგრესის შესახებ.

  • Twtter-მა, მას შემდეგ რაც ის ილონ მასკმა იყიდა, ევროკავშირის შეთანხმება დატოვა - ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ამას შეცდომა უწოდა.
  • “Twtter-მა აირჩია რთული გზა. მათ დაპირისპირება აირჩიეს" - თქვა ვერა ჟუროვამ და აღნიშნა, რომ სოციალური ქსელი მალე იქნება შესწავლილი რამდენად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

გაიგე მეტი: ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში - შესაძლებლობები და გამოწვევები

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ