როგორ უწყობს ხელს Instagram-ის ალგორითმი პედოფილებს
12.06.2023
Wall Street Journal-ის, სტენფორდისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების მკვლევრების ერთობლივ მასალაში ნათქვამია, რომ Instagram-ის ალგორითმი აძლიერებს პედოფილურ ქსელებს.

რა გავიგეთ

პედოფილები დიდი ხანია იყენებენ ინტერნეტს, თუმცა პრობლემა ბევრად დიდია, ვიდრე მხოლოდ მომხმარებლის ანგარიშების ქონა.

  • ინსტაგრამის ალგორითმი ამ ანგარიშებს პოპულარიზაციაში ეხმარება, აკავშირებს მათ ერთმანეთს და რეკომენდაციებით გზას უხსნის მათთვის საინტერესო კონტენტის გამყიდველებისკენ.
  • მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის მომხმარებელს შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს, სექსუალიზირებული ანგარიშები ღიად გამოხატავენ საკუთარ ინტერესს ინსტაგრამზე.
  • WSJ-ს მიხედვით, სოციალურ ქსელში შესაძლებელი იყო ისეთი ჰეშთეგების მოძებნა, რომელიც პირდაპირ კავშირშია არასრულწლოვანთა სექსუალური შინაარსის მასალებთან.
სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ინსტაგრამის ანგარიშები, რომლებიც ყიდიან უკანონო სექსის ამსახველ მასალას, ჩვეულებრივ, ამას ღიად არ აქვეყნებენ - სამაგიეროდ აქვეყნებენ “კონტენტის მენიუებს”.

  • მაგალითად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ მენიუში შედის ბავშვების მიერ საკუთარი თავის ზიანის მიყენების ვიდეოების ფასები. გარდა ამისა, "თუ საკმარისად გადაიხდი", ბავშვებთან პირადი შეხვედრაც შესაძლებელია.
არასრულწლოვანთა სექსის კონტენტის პოპულარიზაცია არღვევს როგორც Meta-ს ასევე ფედერალური კანონით დადგენილ წესებს.

Meta

WSJ-ის კითხვებზე საპასუხოდ, მეტამ აღიარა პრობლემები აღსრულებაში და თქვა, რომ შექმნა შიდა სამუშაო ჯგუფი წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად.

  • ”ბავშვთა ექსპლუატაცია საშინელი დანაშაულია” - განაცხადა კომპანიამ.
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში Meta-მ გაანადგურა 27 პედოფილური ქსელი.
  • WSJ-დან კითხვების მიღების შემდეგ, პლატფორმამ განაცხადა, რომ დაბლოკა ათასობით ჰეშთეგი, რომელიც ბავშვების სექსუალიზირებასთანაა კავშირში.
  • კომპანიის თქმით, მუშაობს იმაზე, რომ მისმა სისტემამ არ გასცეს რეკომენდაცია, რომლის მეშვეობითაც პედოფილები ერთმანეთს დაუკავშირდებიან.

ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარს ტიერი ბრეტონს სურს, რომ Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განმარტოს და მიიღოს დაუყოვნებელი ზომები ინსტაგრამზე ახლახან გამოაშკარავებულ პედოფილურ ქსელთან დაკავშირებით.

  • “მეტას ნებაყოფლობითი კოდექსი ბავშვთა დაცვის შესახებ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“ - დაწერა ბრეტონმა ხუთშაბათს Twitter-ზე.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ