27.09.2023
საიდან მოდის ტერმინი ინფოდემია?
მსოფლიო პანდემია "იდეალური გარემოა" დეზინფორმაციისა თუ მანიპულაციური შინაარსის მასალების გამავრცელებელი ჯგუფებისთვის, რადგან ამ დროს მათ შეუძლიათ მარტივად დათესონ შიში და პანიკა საზოგადოებაში.
თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, პროპაგანდისტულ ძალებთან ერთად, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს ვირუსი გამოგონილი იყო ან საერთოდაც არ არსებობდა, სოციალური ქსელების ჩვეულებრივი მომხმარებლებიც, ნებით თუ უნებლიედ, ავრცელებდნენ სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციას ვირუსის შესახებ, მკურნალობის მეთოდებსა თუ დაინფიცირების შესახებ კონსპირაციულ თეორიებს.
ამიტომ, 2020 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო ტერმინის, "ინფოდემია" გამოყენება, რაც პანდემიის პირობებში ინფორმაციის ქაოსურად გავრცელებას გულისხმობდა.
- თუმცა, "The Washington Post"-ის ჟურნალისტი, დეივიდ როსკოფი იყო პირველი, ვინც 2003 წელს "SARS" ვირუსის გავრცელებისას, ამბობდა, რომ ინფოდემია არის:
- "მცირე ფაქტების, შიშისა და სპეკულაციების ნაერთი, რომელიც
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით სწრაფად ვრცელდება მთელ
მსოფლიოში, გავლენას ახდენს ეროვნულ და საერთაშორისო ეკონომიკაზე,
პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე. საბოლოოდ კი შორს დგას
რეალობისგან."
- ინფოდემია ამცირებს ინსტიტუციების სანდოობას და არღვევს დემოკრატიულ პროცესებს.
- მწვავდება პოლარიზაცია, რადგან ჩნდება დაპირისპირებული მხარეები, ვისაც სჯერა და არ სჯერა კონკრეტული თეორიის.
- ხელს უწყობს სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. მაგალითად, კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების აზიელებთან დაკავშირება.
- მცირდება საზოგადოების ნდობა სამეცნიორო კვლევებისა და პროფესიონალების მიმართ.
ერთერთი ნათელი მაგალითი არჩევნებია, რადგან ამ დროს ხშირად იყენებენ არაერთ გზას ოპონენტის დისკრედიტაციისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს:
- სოციალური მედიის კამპანიები
- მცდარი ინფორმაციის გავრცელება ოპონენტზე
- ამომრჩეველთა ხმებით მანიპულაცია და სხვა.