07.12.2023
მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ OpenAI-მ ChatGPT გამოუშვა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ახალი სახე მიიღო და ამ მიმართულებით კონკურენციაც უფრო გაიზარდა. Google-ს მტკიცებით მათი Gemini უფრო ძლიერია ვიდრე GPT-4.
Gemini-ს სამი ვერსია აქვს:
- Ultra;
- Pro;
- Nano.
Gemini-ის ხელმისაწვდომობა
Gemini საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება 170-ზე მეტ ქვეყანაში.
- უკვე ჩაეშვა Pro და Nano ვერსიები. ყველაზე მძლავრი ვერსიის გაშვება კი 2024 წელსაა დაგეგმილი, რომელიც ამჟამად ნდობისა და უსაფრთხოების ფართო შემოწმებებს გადის.
- Gemini ხელმისაწვდომი გახდება დეველოპერებისთვის Google Cloud's API-ის მეშვეობით 13 დეკემბრიდან.
- მომავალში Gemini დაინერგება Google-ის სხვა პროდუქტებში, მათ შორის, Google-ს საძიებო სისტემაში, რეკლამებსა და Chrome-ში.
Google-ის AI ჩატბოტი Bard უკვე განახლდა Gemini-ს მოდელის ვერსიით. 2024 წელს კი Ultra ვერსიაც განთავსდება მასში. Bard-ის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ განახლებამ ბარდს ახალი უნარ-ჩვევები მისცა და გააუმჯობესა. “ეს არის Bard-ის ხარისხის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც ის ჩაეშვა”.
მულტიფუნქციურობა
Gemini-ს ინფორმაციის სხვადასხვა ფორმის შეგროვება შეუძლია - ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო, პროგრამირების კოდები.მიუხედავად იმისა, რომ სამივე ყველა ვერსია მულტიფუნქციურია, Pro და Nano ვერსიები, რომლებიც ამ თვეში ჩაეშვა, ამჟამად მხოლოდ ტექსტის ან კოდის ფორმატში პასუხობს.
Google-ის AI-ს კონკურენტები
Google-ს აქამდე უჭირდა მიეზიდა იმდენი მომხმარებელი, რამდენიც OpenAI-ის ჩატბოტს ჰქონდა. Gemini-ით კი გუგლი ცდილობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანი გახდეს, ვიდრე ChatGPT. თუმცა, OpenAI პროგრამული უზრუნველყოფის ახალი, უფრო მძლავრი ვერსია მომავალ წელს გამოვა.
Google-ს ახალი კონკურენტი შეიძლება გახდეს ილონ მასკის xAI. ხელოვჩინური კომპანია Baidu ასევე ვითარდება საკუთარი AI პროდუქტებით.