22.05.2023
რას ამბობს ფეიქრიშვილი
როგორც მიშა ფეიქრიშვილმა მედიაჩექერს უთხრა, შეთავაზება ცოტა ხნის წინ მიიღო.
- “სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, თვეების წინ ამ პროფესიაში დაბრუნებაზე, თუმცა რატომღაც ახლა გადავწყვიტე, რომ რატომაც არა, დავუბრუნდი ჩემს პროფესიას, მითუმეტეს იმ სამსახურს და იმ ტელევიზიას, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, სადაც აბსოლიტურად ნაცნობი გარემოა ჩემთვის”.
ფეიქრიშვილი ამბობს, რომ იმედი "ნომერ პირველი ტელევიზიაა" და მისი მთავარი გეგმაა, რეიტინგი შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს:
“არხს აქვს თავისი გაცხადებული პოლიტიკა. შესაბამისად, ამ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკით არხი დებს იმ რეიტინგს, რაც ყველას მოეხსენება. შესაბამისად გაზომვადია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუ რამხელა ნდობით სარგებლობს ეს ტელევიზია”.
ფეიქრიშვილის კარიერა
ის სხვადასხვა დროს რადიო იმედში, ტელევიზია იმედში, GDS-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა.
- იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
- მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურშიც.
პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილიც, სანამ ტელევიზია იმედში გადავიდოდა.