28.06.2023
რას ამბობს იმედი
- კომპანიის განცხადებით, გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ადმინებისათვის.
- მათივე თქმით, რაიმე სახის გაფრთხილება გვერდს არ მიუღია და უკვე მიმართეს ოფიციალური წერილით მეტას - “თუმცა, კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი იმედის ოფიციალური გვერდი”.
- “ჩვენ განგვიმარტეს, რომ ტელეიმედის მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება”,
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც ფეისბუკზე ბოლო საათების განმავლობაში ინფორმაციას იმედის სახელით ავრცელებს.
- “არც ერთ მათგანს არანაირი შეხება იმედთან არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. ფეიკგვერდი”.