05.07.2023
მედიაჩეკერი ინფორმაციის გადასამოწმებლად სუს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დაცვის მხარემ გამოძიებას უნდა მიაწოდოს ყველა სახის მტკიცებულება.
- კითხვაზე, არის თუ არა, გიორგი მუმლაძე მათი თანამშრომელი, უწყებაში არ გვიპასუხეს.
რა მოხდა
- ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა.
- 28 ივნისს, შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
- მედიაჩეკერის ინფორმაციით, ეს ის პირია, რომელმაც დაკავებამდე ფეისბუქზე თავადვე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ ის იყო თავდამსხმელი.
- 29 ივნისს, გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
პრობლემაა, რომ:
- გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
- რადგან, მედიამენეჯერის დაცვის მხარე მოითხოვს, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარიმართოს.
მტკიცებულებების შეგროვება
- დაცვის მხარე თავდასხმის დღიდან აგროვებს მტკიცებულებებს და აქტიურად საუბრობენ, რომ თავდასხმა ორგანიზებული და დაგეგმილი იყო.
- მშვილდაძემ მოუწოდა თავდასხმის ადგილას მდებარე ობიექტებს, კამერების ჩანაწერები მიაწოდონ გამოძიებას და ითანამშრომლონ მედიასთანაც.
- მოწოდების შემდეგ კი ტელეკომპანიაში თქვეს, რომ საქართველოს ბანკმა ჩანაწერები არ მიაწოდა.
- მიშა მშვილდაძემ გუშინ, 6 ივლისს კვლავ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ.