12.07.2023
მედიაომბუდსმენმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
- “რათა დაცული იყოს ვასილ დაბრუნდაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა”.
რა საქმეზე აქვს დაზარალებულის სტატუსი დაბრუნდაშვილს?
- 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. კრებსები - სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები.
- მასალები სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციასაც მოიცავდა, მათ შორის იყო დაბრუნდაშვილი.
- სწორედ ამის გამო, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.
ის ამჟამად პროფესიული საქმიანობით არაა დაკავებული, თუმცა სხვადასხვა დროს მუშაობდა იმედში, მთავარ არხში, TV პირველში.
- TV პირველ მან გასულ წელს დატოვა და მას შემდეგ ბერლინში ცხოვრობს.
რას ამბობს ჟურნალისტი
როგორც დაბრუნდაშვილმა მედიაჩეკერს უთხრა, როდესაც სხვადასხვა პერიოდში ბერლინიდან თბილისში ბრუნდება, ამჩნევს, რომ უთვალთვალებენ.
- “გარდა ამ დოკუმენტების დაკარგვისა ვარ ფარული თვალთვალის ობიექტი. ახლა კაფეში ხარ, აუზზე ხარ, მეგობრების წრეში ხარ, ასკარად შესამჩნევია, რომ ვიღაც ტიპები გითვალთვალებენ”;
- “15-წლიანი ჟურნალისტური კარიერა მაქვს, ამ დროის განმავლობაში უამრავი საპროტესტო აქცია მაქვს გაშუქებული. ამ საპროტესტო აქიებზე ეს სუს-ის თანამშრომლები რომ დგანან, ყველას სახე ვიცი. ახლა ეს ადამიანები ვინც მაშინ სხვებს უღებდნენ, ახლა მე მიღებენ. მათ ვიზუალურად ვცნობ, ვიცი ვინც არიან”;
- გვეუბნება, რომ მისთვის გაუგებარია რაში შჭირდებათ მისი თვალთვალი.