13.07.2023
“დაშინება ძარცის იმიტაციით” - დაწერა მან Facebook-ზე.
შემთხვევა ლესელიძის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.
- როგორც მელაძემ მედიაჩეკერს უთხრა, მანქანა კამერების წინ იყო გაჩერებული და ფაქტის გაგებისთანავე მიმართა პოლიციას.
- გვეუბნება, რომ საგამოძიებო მოქმედებები დილის 8 საათამდე მიმდინარეობდა, ახლა კი შსს-გან გამოკითხვაზე დაბარებას ელოდება.
- მელაძე მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
- აღნისნავს, რომ ეს არ იყო რიგითი ქურდობა, რადგან მანქანიდან არ წაიღეს პირადი ნივთები, მათ შორის საათი, სათვალე.
მელაძის განცხადებით, ამას წინ უძღოდა მუქარები.
- მან ორი კვირის წინ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ მიმართულებით სიახლე არ არის.
მედიაჩეკერი დამატებითი დეტალის გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა და მათგან პასუხებს ველოდებით.