08.02.2024
რა მოხდა ამჯერად?
- 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა.
- დაიღუპა სამი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საფრენ აპარატში იმყოფებოდნენ — ერთ-ერთი მათგანი ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი იყო, დანარჩენი ორი კი მფრინავები.
- რამდენიმე მედიასაშუალებამ ტრაგედიის ამსახველი კადრები გაავრცელეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ, თუ რა ტრავმა შეიძლება მიაყენოს მძიმე კადრების ჩვენებამ გარდაცვლილთა ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას და აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევები მედიამ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით უნდა გააშუქოს.
- “მედიამ უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა ამგვარი მოვლენების მონაწილე პირთა მიმართ და პატივი უნდა სცეს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მედია ვალდებულია, ტრაგედიების გაშუქებისას ეთიკური გაშუქებით დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ტრაგედიის მონაწილე პირთა უფლებებს შორის”.
ტრაგედია, როგორც რეიტინგი
ის, რომ საქართველოს მედიასივრცეში არაერთხელ გამოუყენებიათ ტრაგედიები რეიტინგისთვის ახალი არ არის, თუმცა ერთი ტრაგედიის დასრულების შემდეგ, ყველა ელის, რომ იგივე აღარ განმეორდება. მაგრამ მოლოდინის მიუხედავად ის ყოველ ჯერზე მეორდება.
ძირითადად, მსგავსი კადრების გავრცელება საზოგადოებრივ ინტერესს მიაწერენ ხოლმე. თუმცა საზოგადოებრივი ინტერესი ცნობისმოყვარეობისაგან უნდა გაიმიჯნოს და პარალელურად, მედია ინდივიდის უფლებებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
წაიკითხეთ ვრცლათ: