16.04.2024
ონლაინ მედიის ჟურნალისტებს მეორე დღეა პარლამენტში მუშაობა
ეზღუდებათ. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე
მოქმედებს, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მისი ბრძანების ამოქმედების მიზეზებზე
საუბრისას 8 აპრილის ბიურის სხდომა გაიხსენა, როდესაც მედია გამოცემა
„პუბლიკას” ჟურნალისტმა საპროტესტო ბანერი - „არა რუსულ კანონს“
გაშალა.
„შემოვიდა ერთხელ პუბლიკას ჟურნალისტი. ნახეთ, რომ აქცია ჩაატარა
და გავიდა და საერთოდ 1 წამითაც რაიმე ჟურნალისტური საქმიანობა არ
განუხორციელებია...სულ 3-ჯერ არის შემოსული აკრედიტაციით, აქედან
2-ჯერ წესები დაარღვია. აქაც ჩანს, რომ ჟურნალისტური ინტერესი მას არ
აქვს“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამოქმედებული უსაფრთხოების რეჟიმის
მთავარი ამოცანა მსგავსი შემთხვევების პრევენციაა.
პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის თამარ ჯანელიძის
თქმით, ნათია ამირანაშვილს აკრედიტაცია შეწყვეტილი აქვს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის
ბიუროზე განხილვას ჟურნალისტების ნაწილი ვერ დაესწრო. პარლამენტში არ
შეუშვეს მათ შორის ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაციაც
ჰქონდა.
საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა "პუბლიკას" ჟურნალისტი, ნათია
ამირანაშვილი რომელსაც შენობაში შესვლამდე სუფთა ფურცელიც
ჩამოართვეს.
ონალაინ მედიის ჟურნალისტები რუსული კანონის საკომიტეტზო
მოსმენაზე გუშინაც არ დაუშვეს.