"იმედმა", "რუსთავი 2"-მა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა
არხმა" "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებები პროსამთავრობო
მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში დაგეგმილი
ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი ბიძინა
ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, საკუთარ
ვებგვერდებზე, თითქმის, იდენტური ტექსტებით გამოაქვეყნეს.
მანამდე ტელეკომპანია "იმედმა" ცალკე გამოაქვეყნა ამბავიც, რომ
არსებული ინფორმაციით, ჯიმ ო’ბრაიენს ივანიშვილის სანქცირების
კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს, თუმცა, მოგვიანებით ტელევიზიის
ვებგვერდიდან მასალა გაქრა.
გავრცელებული ინფორმაცია ივანიშვილის სანქცირების პაკეტზე დარჩა
ტელეკომპანია „იმედის“ 5-საათიანი "ქრონიკის" ჩანაწერში.
https://www.imedi.ge/ge/video/158157/jeims-obraienis-viziti#!?page=3
ამ ინფორმაციის მოსმენა შესაძლებელია ტელეკომპანია
"რუსთავი 2"-ის 6-საათიან "კურიერშიც". თუმცა, ტელევიზიის ვებგვერდზე
ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის განცხადებაზე დაყრდნობით გაქვეყნებული
მასალაც აღარ იძებნება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში შეხვედრებს ხვალ, 14 მაისს
დაიწყებს.
14 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება რუსული კანონის
მესამე პლენარული მოსმენაც.
"კურიერი"
6 საათზე - https://rustavi2.ge/ka/video/79653?v=2