თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს
03.08.2024


თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს. სადიგოვის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. 

 

 

 

 

İLHAM ƏLİYEVİN ŞİFARİŞİ İCRA OLUNDU! Əfqan Sadıqov HƏBS OLUNDU

Posted by Sevinc Sadıqova on Saturday, August 3, 2024

 

ჟჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით "მედიაჩეკერს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

აღნიშნული პირი, 2024 წლიდან  მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა".

ორთაჭალაში, სამინისტროს შენობასთან, სადაც სადიგოვია გადაყვანილი, 20:00 საათზე ჟურნალისტები აქციას გამართავენ.

18 ივლისს აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს. 

 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ