თბილისის საქალაქო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში
პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო ტელეკომპანია „ფორმულა“ 5 000
ლარით დააჯარიმა და არხს დადგენილების ჩაბარებისთანავე რეკლამის
ამოღება დაავალა. „ფორმულა“ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში
გაასაჩივრებს.
საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანიისთვის შედგენილი სამართალდამრღვევის ოქმის საფუძველზე მიიღო. კომისიამ „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო „ფორმულა“ სამართალდამრღვევად 10 ოქტომბერს სცნო.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.
11 ოქტომბერს კი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს რეკლამის განთავსების საშუალებს არ აძლევს, ვინც განათავსა კი, მათ დასჯის მიზნით, სამართალდამრღვევად ცნობს. მეზვრიშვილის თქმით, პარტია კომუნიკაციების კომისიას სასამართლოშიც უჩივის.
„ფორმულასთვის“ დღევანდელი 5 000-ლარიანი ჯარიმა მეოთხეა, რომელიც საქალაქო სასამართლომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიას დააკისრა. აქამდე კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სასამართლომ „ფორმულა“ 5 ათასი ლარით სამჯერ „ქართული ოცნების“ რეკლამების ეთერიდან ამოღებისა და განუთავსებლობის გამო დააჯარიმა.
ვრცლად წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:
- „გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის
- „ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის სასამართლომ „ფორმულა“ და „TV პირველი“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98342-qarthuli-ocnebis-reklamis-etheridan-amoghebisthvis-sasamarthlom-formula-da-tv-pirveli-5-5-athasi-larith-daajarima
- „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 ათასი ლარით მეორედ დააჯარიმა - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98397-qarthuli-ocnebis-reklamis-ganuthavseblobis-gamo-sasamarthlom-televiziebi-5-5-athasi-larith-meored-daajarima
- „ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა -
- https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98498-qarthuli-ocnebis-reklamis-ara-oms-airchie-mshvidoba-ganuthavseblobis-gamo-sasamarthlom-televiziebi-5-5-000-larith-daajarima