17.10.2024
ქართული რუსულენოვანი გამოცემა Sova იტყობინება, რომ
ძველ ვებგვერდზე წვდომა დაებლოკა, დომენი - sova.news „უცნობმა პირმა“
მიიტაცა და ახლა რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს ავრცელებს.
Sova-ს განცხადებით, sova.news-ი რუსული პროპაგანდისტული მანქანის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა და ამჟამად რედაქციას მათ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორც Sova წერს, ახლა მათი ოფიციალური გვერდი sovanews.tv-ია.
„აღმოჩნდა, რომ Sova-ს კუთვნილი დომენი იყიდა უცნობმა პირმა და ამ მისამართზე ქსელში ჩვენი რესურსის ყალბი ვარიანტი გამოჩნდა ნაწილობრივ მოპარული შინაარსით. თუ ვიმსჯელებთ საიტის ახალი შინაარსით, სადაც ჩვენი იურიდიული პირის სახელწოდება sova.news-ია გამოყენებული, რესურსის მანიპულაციების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი აუდიტორიის,“ - ნათქვამია განცხადებაში.