როგორც რადიო „მარნეული“
წერს, მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე
ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით
გადაღებას უკრძალავდა.
„რადიო მარნულის ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოვლინდა მარნეულის #7 უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები მათ თავს დაესხნენ. ჟურნალისტები, რომლებიც არჩევნების პროცესის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, არაერთხელ მოითხოვეს მომხდარის გაშუქების საშუალება, თუმცა, კომისიის წევრებმა ყვირილი დაიწყეს და გადაღება აკრძალეს. ამ მოვლენას წინ უძღოდა კამერების გამოყენების უფლების მოთხოვნა, თუმცა კომისიის წევრები ამით გაღიზიანდნენ და ჟურნალისტების გაძევებას ცდილობდნენ".
რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ კი, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა.