ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ქართული ოცნების“
კოორდინატორებმა „TV პირველის“ ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს,
რომელიც მათ მიკროავტობუსში შეკითხვების დასასმელად ავიდა, კარი
ჩაუკეტეს და გარეთ არ
უშვებდნენ. შემდეგ კი, სავარაუდოდ კოორდინატორების
უფროსმა, ედუარდ შარაძემ თამთა დოლენჯაშვილს უთხრა, რომ „სისხლის
სამართლის დამნაშავედ წარსდგება“.
„უბანზე მობილიზებული ოცნების კოორდინატორები
ამტკიცებენ, რომ ქორწილში არიან და ტვ პირველის ჟურნალისტის ციხეში
გაშვებით იმუქრებიან“, - წერს „TV პირველი“.
ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
„„ოცნების“ ტიტუშკები „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს
თავს ბათუმშიც დაესხნენ“, - წერს ტელეკომპანია ფეისბუკის პირად
გვერდზე.
დღეს, დაახლოებით 10:00-ზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს „ფორმულას“
კიდევ ერთ ჟურნალისტს.