„გააზიარე, სანამ წაშლიან“ - კამპანია სოციალური მედიიდან საერთაშორისო გამოცემებში
28.06.2016
ახალგაზრდა ქალებში მკერდის კიბოს პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით პოპულარიზაციისთვის ჩვიდმეტმა ქალმა შიშველი მკერდის ფოტოები გადაიღო და სხვადასხვა სოციალურ ქსელში(ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი) განათავსა.

თუმცა კამპანიას ერთი პრობლემა შეექმნა - სოციალურ ქსელებში სურათებს მოდერატორები მალევე შლიდნენ „უცენზურობის“ მოტივით. ცენზურის ამ ფორმამ კამპანიას ახალი სიცოცხლე შესძინა, ქალებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის პოპულარულმა მომღერლებმა, მსახიობებმა, ათლეტებმა, რომელთაც მილიონობით მიმდევარი ჰყავთ, დაიწყეს სურათების ატვირთვა მოწოდებით: „გააზიარე, სანამ წაშლიან“.

რაც უფრო მეტი სურათი იშლებოდა სოციალურ ქსელებში, მით მეტი წამყვანი მედიასაშუალება უთმობდა ყურადღებას ამ კამპანიას. მსოფლიო გიგანტი მედიასაშუალებები, ტელევიზიები, რადიო, გაზეთები თუ ონლაინ გამოცემები ერთმანეთის მიყოლებით ყვებოდნენ ამ მნიშვნელოვანი კამპანიის შესახებ.

სოციალური მედიის ცენზურა პირველად იქცა სასარგებლო მოვლენად, რის შედეგადაც დაახლოებით 29 მილიონი ქალი ეწვია ვებსაიტს, სადაც მკერდის შემოწმების დეტალური ინსტრუქციაა განთავსებული.

საზოგადოებრივი წნეხის შედეგადად სოციალურმა ქსელებმა - ფეისბუქმა და ინსტაგრამმა - შეწყვიტეს კამპანიის პოსტების დაბლოკვა. მკერდის კიბოს პრევენციის საიტი დღესაც აქტიურია და მასზე შესვლა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

თეგები : სოციალური მედია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ