02.07.2015
„ჩვენმა ფოტოგრაფმა ეს ფოტოები ერთ-ერთ წვეულებაზე გადაიღო. ხუთ სურათს შორის, რომელიც AP-იმ გამოაქვეყნა, იყო ფოტო, სადაც ტედ კრუზის უკანა ფონზე გამოსახულია ცეცხლსასროლი იარაღი, ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას,თითქოს იარაღი კანდიდატს თავში აქვს დამიზნებული, გვსურს დაგარწმუნოთ, აღნიშნული სურათი მიზნად არ ისახავდა კრუზის ნეგატიურ სტილში წარმოჩენას“ - გადანაცახდეს AP-ში.
Yahoo News-ის ინფორმაციით, სურათმა განსაკუთრებული უკმაყოფილება კონსერვატორებში გამოიწვია. მარკ ლევინის შოუში კრუზმა განცხადება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით: „ეჭვგარეშეა, მსგავსი ფოტო ჰილარი კლინტონის ან ბარაკ ობამას გამოსახულებით რომ გაევრცელებინათ, მთელი სამყარო აღშფოთდებოდა და რედაქტორს, რომელმაც ფოტოს გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო,გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მედისაშუალება კიმოიხდიდა საჯარო ბოდიშს. ასეთი სურათების გამოქვეყნება ჩვეულებრივი საქმე?“
AP-ის განცხადებით,სურათები უკვეაღებულია ვებსაიტიდან, რაც „მთლიანი რედაქციის ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო“.
წყარო: http://imediaethics.org/ted-cruz-gun-photos-yanked-by-associated-press/