12.02.2016
ენტონი ჰაუსი, “გუგლის” საზოგადოებრივი პოლიტიკის სტრატეგიის უფროსი, ამბობს: „მართალია, უნდა მოვაშოროთ არასახარბიელო შინაარსის მასალები ინტერნეტსივრციდან, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხალხს შეეძლოს სასიკეთო ინფორმაციის მოძებნაც. როდესაც ისინი გარიყულად გრძნობენ თავს, მნიშვნელოვანია, იპოვონ იმედისმომცემი საზოგადოება“.
ახალი ინიციავის მიხედვით, ჯიჰადისტების პოტენციური მიმდევრები, რომლებიც ექსტრემიზმთან დაკავშირებულ სიტყვებს „დაგუგლავენ“, შეძლებენ ნახონ ალტერნატივაც - მასალა, რომელიც მნახველს ტერორიზმის წინააღმდეგ განაწყობს.
საიტი არ შექმნის ყალბ მასალას, როდესაც ISIS-ს დაგუგლავენ. საუბარია “Google AdWords Grants“ პროგრამაზე, რომელიც საშუალებას აძლევს არასამთავრო (არაკომერციულ) ორგანიზაციებს, განათავსონ ანტიტერორისტული რეკლამა საიტზე. არასამთავრობო ორგანიზაციები აირჩევენ კონკრეტულ საძიებო სიტყვებს/შეკითხვებს. სწორედ მათ მიერ წინასწარგანსაზღვრული სიტყვების მოძებნისას გამოჩნდება ანტიტერორისტული რეკლამა. მაგალითად, თუკი საძიებო სისტემაში ვწერთ სიტყვებს: „ISIS“, „ტერორიზმი“, „ძალადობა“, დიდი ალბათობით, ანტიტერორისტული რეკლამასაც წავაწყდებით.