24.09.2018
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ჟურნალისტიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა კომუნიკაციების ლანდშაფტს სრულიად ცვლის და ჟურნალისტიკის ხარისხზე, სანდოობასა და გავლენაზე შეკითხვებს აჩენს. არსებობს ორგანიზებული კამპანიები, რომლებიც სიცრუის ტირაჟირებაზე მუშაობენ და დეზინფორმაციას, მისინფორმაციას ან მალ-ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. ამ ყველაფერს კი ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად აზიარებენ სოციალურ მედიაში.
- დეზინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც ყალბია და განგებ არის შექმნილი, რომ კონკრეტულ პიროვნებას, სოციალურ ჯგუფს, ორგანიზაციას ან ქვეყანას ზიანი მიაყენოს.
- მისინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც ასევე ტყუილია, მაგრამ მისი მიზანი ზიანის მიყენება არ არის.
- მალ-ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია რეალობაზე და გამოიყენება პიროვნების, სოციალურ ჯგუფის, ორგანიზაციის ან ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად.
ეს უმნიშვნელოვანესი გამოცემაა და სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს მათთვის, ვინც ჟურნალისტიკას ასწავლის ან პრაქტიკოსი ჟურნალისტი და რედაქტორია და ინფორმაციის მოხმარების და გავრცელების საკითხით არის დაინტერესებული. წიგნში მათთვის საინტერესო დეტალებს აღმოაჩენენ ასევე პოლიტიკური პარტიები, ჯანდაცვის პროფესიონალები, ბიზნესმენები, მეცნიერები, არჩევნების მონიტორები და სხვები.
წყარო - www.unesco.org