ჰოლანდიელი ე.წ. ფრილანსერი ჟურნალისტი პიტერ ბლასიკი, რომელიც
ერთდროულად სხვადასხვა გამოცემისთვის მუშაობდა, წყაროების
გადაუმოწმებლობასა და პლაგიატში ამხილეს. ინფორმაციას the Associated
Press ავრცელებს.
ჰოლანდიურმა გამოცემამ Nieuwe Revu-მ ბლასიკის მიერ მომზადებულ 27
სტატიაში დასახელებულ წყაროებს საერთოდ ვერ მიაკვლია.
კიდევ ერთმა ჰოლანდიურმა ჟურნალმა HP/De Tijd-მა ბლასიკის მიერ
2014-2017 წლებში დაწერილი 302 სტატიიდან პლაგიატი შვიდში აღმოაჩინა.
გამოცემის განმარტებით, მათ აღნიშნული 2017 წელს აღმოაჩინეს, თუმცა იმ
მოტივით, რომ თავად ჟურნალისტი ფაქტს უარყოფდა და ამავდროულად, ის
ახალბედა და გამოუცდელი იყო, ამბის გასაჯაროებისგან თავი
შეიკავეს.
პიტერ ბლასიკის მიერ დაწერილ ექვს სტატიაში წყაროებისა და ციტატების
ფაბრიკაციის პრობლემას წააწყდა ბელგიური ინტერნეტგამოცემა
Knack.be-ც.
Associated Press-ის ცნობით, ბლასიკი სამხრეთ ჰოლანდიაში მდებარე
ერთ-ერთ ქალაქში საჯარო მოხელედაც მუშაობს, თუმცა google-ისა და
სოციალური ქსელების საშუალებით მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება,
აცხადებენ Imediaethics-ში.
წყარო: imediaethics.org