04.02.2019
ბიტსბურგის ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა KDKA-TV-მ თანამშრომელი
სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლა, რომ მან ცნობილ ამერიკელ
სპორტსმენს ტომ ფრედის ტიტრებში “ცნობილი თაღლითი” მიაწერა.
არხმა imediaethics-ისთვის მიწერილ განმარტებაში, აღნიშნა:
“მიუხედავად იმისა, რომ სპორტის გულშემატკივრებს საკუთარი პოზიციის
ღიად გამოხატვის უფლება აქვთ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მედია,
ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას მიუკერძებელი ინფორმაცია მივაწოდოთ.
გრაფიკა, რომელიც ჩვენს ეკრანზე გამოჩნდა, არ შეესაბამებოდა არხის
სტანდარტებს. შესაბამისად, პირი, რომელმაც ის შექმნა, KDAKA-TV-ის
თანამშრომელი აღარ არის”.
წყარო: imediaethics.org