KWSO TV News-მა ამინდის პროგნოზის წამყვანი მენდი ბეილი პირდაპირ
ეთერში გამოყენებული ბანერის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. კერძოდ,
ბეილიმ ეთერში დაფაზე დაწერელი სიტყვა - There აჩვენა, სადაც ასო T-ზე
ყულფი იყო მიხატული, რაც სახრჩობელის შთაბეჭდილებას ქმნიდა და
მაყურებელს კონკრეტული ქმედების ჩადენისკენ უბიძგებდა. სწორედ ასე
შეფასდა მისი ეს ქცევა.
თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების პარალელურად, მომხდარზე
არხმა ოფიციალური განმარტებაც გააკეთა. “ჩვენი წამყვანის მიერ ეთერში
ნაჩვენები გამოსახულება იყო შეურაცხმყოფელი და აბსოლუტურად მიუღებელი.
KWSO არ თანაუგრძნობს ქმედებას, რომელიც მიმართულია ძალდობის,
სოციალური უთანასწორობის, რასიზმისა თუ ანტისემიტური განწყობებისკენ.
შესაბამისად, ჩვენი თანამშრომელი აღნიშნული ქმედების შემდეგ,
სამსახურიდან მდაუყოვნებლივ გათავისუფლდა. გულწრფელად გიბოდიშებთ
მომხდარის გამო და პირობას ვდებთ, რომ დაუღალავად ვიშრომებთ თქვენი
ნდობის მოსაპოვებლად”, - ნათქვამია KWSO-ის მიერ გავრცელებულ
ოფიციალურ განცხადებაში.
წყარო: imediaethics.org