2019 წლის 22 თებერვალს 7 წელი შესრულდა Sunday Times-ის
კორესპონდენტის მარი კოლვინის მკვლელობიდან.
მარი კოლვინი ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და
გამბედავი ომის რეპორტიორი ქალი იყო ჟურნალისტიკის ისტორიაში.
ბრიტანული The Sunday Times -ის საზღვარგარეთის კორესპონდენტი 27 წლის
განმავლობაში მუშაობდა გამოცემაში და ყველაზე აქტიურად ცხელ
წერტილებსა და კონფლიქტის ზონებს აშუქებდა. ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის
დროს, შრი-ლანკაში, კოლვინმა მარცხენა თვალი დაკარგა. თუმცა, არც ამ
ამბავს შეუშინებია და ჩვეულ რეჟიმში საქმიანობა აქტიურად
განაგრძო.
მარი კოლვინი 2012 წელს, სირიაში, ქალაქ ჰომსში მოკლეს. ის 56
წლის იყო.
2019 წლის
30 იანვარს, გამოქვეყნდა ვაშინგტონის სასამართლოს ვერდიქტი, რომელშიც
ნათქვამია, რომ სირიის სამხედროებმა ქალაქ ჰომსში მდებარე დროებით
მედიაცენტრზე, სადაც კოლვინი და სხვა ჟურნალისტები მუშაობდნენ,
მიზანმიმართული იერიში განახორციელეს. ამავე ვერდიქტით, ვაშინგტონის
სასამართლომ სირიის მთავრობა 300 მლნ დოლარით
დააჯარიმა მარი კოლვინის
ოჯახის სასარგებლოდ.
მედიაჩეკერის" არქივში მარი კოლვინის შესახებ არაერთი სტატია
იძებნება. ამ მასალაში არქივიდან ინფორმაცია შევკრიბეთ და თავი
მოვუყარეთ ყველა მნიშვნელოვან ამბავს ჟურნალისტის ცხოვრებასა და
მოღვაწეობაზე.
♦ კარიერის
დასაწყისი, ჯილდოები, უკანასკნელი რეპორტაჟი
♦ ფილმები
მარი კოლვინზე
• A
Private War
2018წ.
2018 წელს ამერიკელმა რეჟისორმა მეთიუ ჰაინემანმა მარი კოლვინის
შესახებ ბიოგრაფიული დრამა გადაიღო. ფილმში ჟურნალისტი ცხოვრების
საკვანძო მომენტები, მისი განცდები და დილემებია აღწერილი. ჰაინემანი
დოკუმენტური კინოს ცნობილი რეჟისორია, თუმცა „პირადი ომი“ მისი
პირველი სრულმეტრეაჟიანი მხატვრული ფილმია.
ნამუშევარს დებიუტისთვის მოსალოდნელზე კარგი გამოხმაურება ჰქონდა.
კრიტიკოსებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს როგორც რეჟისორის, ისე
მთავარი როლის შემსრულებელი როზამუნ პაიკის მიმართ. ფილმი ჟურნალ
Vanity Fair-ში 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიას ეფუძნება, რომლის
ავტორიც საგამოძიებო ჟურნალისტი, მარი ბრენერია.
ასევე დაგაინტერესებთ ამ ფილმისა და
კოლვინის ცხოვრების შესახებ ჟურნალ Time-ის 2018 წლის 12 ნოემბრის
ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანი.
• Bearing
Witness
2004
წ.
2004 წელს გამოვიდა მარიანა უოტსონის, ბობ ეიზენჰარდტისა და ბარბარა
კუპლის ფილმი "მოწმე" (Bearing Witness).
დოკუმენტური ფილმი მოგვითხობს ხუთ ჟურნალისტ ქალზე ერაყის ომის
გაშუქებისას. ფოტოგრაფი ბოლო ბინგემის, ჯენინ დი ჯოვანისა და
ოპერატორი მერი როჯერსის ისტორიებთან ერთად, ფილმი მარი კოლვინის
ისტორიასაც აღწერს.
♦ წიგნები მარი კოლვინზე
• In Extremis: The Life and Death of the
War Correspondent Marie Colvin
- უკიდურესობებში: ომის კორესპონდენტის მარი
კოლვინის სიცოცხლე და სიკვდილი
მარი კოლვინს, რომელიც თავისი
უშიშარი რეპორტინგითა და საქმისადმი თავდადებით გამოირჩეოდა, მისი
მეგობარი და ომის რეპორტინგში თანამგზავრი ლინდსი ჰილსუმი
იხსენებს.
წიგნში მოთხრობილია კოლვინის ბავშვობა ამერიკულ გარეუბანში, მისი
შთამაგონებელი კარიერა, რომელიც ერაყიდან, ლიბიიდან კოსოვოდან,
აღმოსავლეთ ტიმორიდან, შრი ლანკადან და ჩეჩნეთიდან თუ სირიიდან
რეპორტაჟების მთელ სერიას მოიცავდა.
გარდა პროფესიული დეტალებისა, წიგნში მოთხრობილია კოლვინის
სასიყვარულო ისტორიების, მეგობრისა თუ დაუსრულებელი გართობის შესახებ.
სწორედ კოლვინის ეს სასიცოცხლო ენერგია და ვნება იყო მიზეზი იმისა,
რომ მასთან შეხვედრისთანავე ყველას მასთან მეგობრობა უნდოდა, იასირ
არაფატიდან მოყოლებული მუამარ კადაფით დამთავრებული.
მარი კოლვინის შესახებ არის აგრეთვე წიგნები:
• A Private War: Marie Colvin and
Other Tales of Heroes, Scoundrels, and Renegades
Marie Brenner
2018
• Under the Wire
Paul Conroy
2013
2012 წელს კი მისი ჟურნალისტური ჩანაწერების კრებული
გამოიცა
•
On the Front Line: The Collected
Journalism of Marie Colvin
2012
სხვა
რესურსი:
⇒ მარი კოლვინთან ქართულენოვანი
ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ ლიბერალის 57-ე ნომერში, რომელიც 2010 წელს
გამოქვეყნდა;
⇒ 2010 წელს
კოლვინი თბილისში ჩამოვიდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
კლუბ ფრონტლაინში იგი სტუდენტებს შეხვდა. ნახეთ ვიდეო ამ
შეხვედრიდან.