⇒ წლის ამბავი - მიგრანტების
ქარავანი, პიტერ ტენ ჰუპენი
ოქტომბერსა და ნოემბერში ცენტრალური ამერიკიდან ათასობით მიგრანტი
შეუერთდა ქარავანს, რომელიც აშშ-ს საზღვრისკენ
მიემართებოდა.
⇒ თანამედროვე პრობლემა - The Cubanitas
(პატარა კუბელი გოგოები), დიანა მარკოსიანი
პურა ვარდისფერი 1950 წელს გამოშვებული მანქანით
დასეირნობს მეზობლებში და აღნიშნავს თავის მე-15 დაბადების
დღეს. ჰავანა, კუბა.
ლათინური წარმოშობის ადამიანებში 15 წელი მიიჩნევა ასაკად, როდესაც
ქალი მზადაა გათხოვებისთვის, ამიტომაც ამ გარდამტეხ პერიოდს
ზეიმობენ.
⇒ გარემო - აკაშინგა - მამაცები, ბრენტ
სტირტონი
ფოტოზე გამოსახული პეტრონელა ჩიგუმბურა ერთ-ერთია ბრაკონიერების
წინააღმდეგ ქალთა გაერთიანების, აკაშინგას წევრთაგან. ის
მონაწილეობს ზიმბაბვეში
, ფულუნდუს ველურ პარკში გამართულ ტრენინგში თუ როგორ უნდა
შეინიღბოს.
⇒ მნიშვნელოვანი
ახალი ამბავი - ჯამალ ხაშოგის გაუჩინარება, კრის
მაკგრათი
ფოტოზე გამოსახული არაიდენტიფიცირებული პირი ცდილობს შეაკავოს პრესა,
როდესაც სტამბოლში საკონსულოში ჩავიდნენ გამომძიებლები საუდის
არაბეთიდან ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამო.
⇒ გრძელვადიანი პროექტები - გესალმებით
სახლიდან, სარა ბლესენი
სტუდენტები იცინიან სანამ დაიწყებენ სიმღერისა და მარშირების შეჯიბრში
მონაწილეობას. დმიტროვი, რუსეთი.
ფოტოგრაფი აშშ-სა და რუსეთში პატრიოტულ პროგრამებს აკვირდებოდა.
2016-2018 წლებში ის ეწვია აშშ-ს ათამდე პროგრამას, რუსეთში კი
სკოლებსა და სამხედრო საზაფხულო ბანაკებს. ფოტო სერიის მიზანი იყო
ახალგაზრდების ცხოვრება გამოეყენებინა იმ იდეებზე სასაუბროდ, რომლითაც
გაჟღენთილნი არიან და შეესწავლა თუ რამდენად პასუხობენ ახალგაზრდები
თანამედროვე საზოგადოების საჭიროებებს.
⇒ ბუნება - ბაყაყის ფეხების მოსავალი, ბენსი
მატე
ბაყაყებს მოაწყვიტეს ფეხები და კვლავ წყალში ჩაუშვეს. კოვასნა,
რუმინეთი
კაპატების მთებში ადამიანები აგროვებენ ბაყაყის ფეხებს და ყიდიან.
გაზაფხულზე ბაყაყის ფეხები ხშირად იყიდება, რაც წელიწადში დაახლოებით
დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარის ღირებულებას შეადგენს.
⇒ პორტრეტები -
დაკარის მოდა, ფინბარ ორეილი
დიარა ნდიაიე, ნდიაი ფატოუ და მარიცა სახო მოდელები
დიზაინერ ადამა პარიზის მიერ შექმნილ ტანსაცმელში, რომელთაც
ცნობისმოყვარე მოქალაქეები უყურებენ მედინას სამეზობლოში, სენეგალის
დედაქალაქ დაკარში.
დაკარი ფრანკო აფრიკული მოდის ჰაბად ყალიბდება. ჩვენებები
იმართება ქუჩაში, ღია სივრცეში, სადაც ათასობით მოქალაქე მიდის მის
სანახავად.
⇒ სპორტი -
კრივი კატანგაში, ჯონ თ. პედერსენი
მოკრივე მორეენ აჯამბო ვარჯიშობს კატანგის კრივის კლუბში.
კამპალა, უგანდა