პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახლადდაბადებულ ვაჟზე, Twitter-ზე
გამოქვეყნებული რასისტული ფოტოს გამო, BBC-მ რადიოწამყვანი დენი
ბეიკერი სამსახურიდან გაათავისუფლა. ფოტოზე, რომელსაც მან შემდეგი
აღწერილობა დაურთო - “სამეფო ბავშვი საავადმყოფოს ტოვებს”,
ნაჩვენებია, როგორ ჩამოდის კიბეზე ორი ადამიანი შიმპანზესთან ერთად,
რომელიც ადამიანის სამოსშია გამოწყობილი.
BBC-ის განმარტებით ეს სერიოზული შეცდომა იყო და მსგავსი ქმედება
ყოველგვარი ღირებულებებისა და სტანდარტებს მიღმაა. “დენი ბრწყინვალე
წამყვანია, თუმცა ის ამიერიდან ჩვენს გადაცემას აღარ წაიყვანს”, -
განაცხადეს BBC-ში.
თავად დენი ბეიკერის განმარტებით კი, ეს უბრალო სახუმარო შინაარსის
ტვიტი იყო. მისივე თქმით, ის სამსახურიდან გათავისუფლებით,
ფაქტობრივად, მიმავალი ავტობუსის ქვეშ შეაგდეს.
მეგან მარკლის და პრინც ჰარის ვაჟი სახელად არჩი 6 მაისს შეეძინათ.
მედიაში ახლადდაბადებული პრინცის პირველი ფოტოები სამეფო წყვილმა 8
მაიის გაასაჯაროვა.
წყარო: imediaethics.org