CNN -მა Facebook-ის დაფინანსებით სპეციალურად მობილურის
მომხმარებლებისთვის ახალი ამბების ყოველდღიური გადაცემა დაიწყო,
რომლის თითოეული სერია ერთ კონკრეტულ თემაზეა ორიენტირებული. გადაცემა
სახელწოდებით Go There 10-წუთიან ეპიზოდებს მოიცავს.
პროექტის მიზანი აშშ-სა და მსოფლიოში მიმდინარე კულტურული,
პოლიტიკიური და ეკონომიკური პრობლემების სიღრმისეულად გაშუქებაა.
CNN Worldwide-ის პროდიუსერის, ეშლი ქოდიანის განცხადებით, გადაცემა
აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით იქმნება. ეპიზოდები მზადდება
ისეთ თემებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, რასობრივი უთანასწორობა
და მნიშვნელოვანი ახალი ამბები.
გადაცემის ფორმატი მრავალფეროვანია და კორესპონდენტს აუდიტორიასთან
უფრო მეტად აახლოებს. რეპორტიორები ხშირად თავიანთივე მანქანებიდან
იღებენ კადრებს და მაყურებელს ამბავს "სელფის" ფორმატის გამოყენებით
თავადვე უყვებიან.
CNN-ის ახალმა გადაცემამ მობილურის მომხმარებელ აუდიტორიაში
დაინტერესება უკვე გამოიწვია, მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც
ციხიდან ბავშვის აღზრდის თემას შეეხება 16 მილიონზე მეტი ნახვა აქვს,
თუმცა CNN Worldwide-ის პროდიუსერის ეშლი ქოდიანის თქმით, რეიტინგი
ყველაფერი არაა.
"სწავლობს თუ არა ჩვენი აუდიტორია კონტენტიდან რამეს? მოწონებები,
კომენტარები, გაზიარებები, ნახვები კარგია, მაგრამ რა მიიღო ჩვენმა
აუდიტორიამ ამ კონტენტიდან?"- ამბობს ეშლი
ქოდიანი.
გადაცემა Go There-ის ფარგლებში ამ ეტაპზე 34 ეპიზოდი უკვე
მომზადდა.
წყარო: journalism.co.uk