30.12.2019
წლის მედიაპერსონა
მიმდინარე წელს პოლიტიკური ამბები ახალი ამბების დომინანტურ
მიმართულებად რჩება, 2019 წლის მედიაპერსონად კი NBC-ის სტაჟიანი
წამყვანი ჩაკ ტოდია დასახელებული, რომელიც სწორედ პოლიტიკურ ახალ
ამბებს აშუქებს. მისი, როგორც ინტერვიუერის შესანიშნავი უნარები მას
ყოველთვის პირველ ადგილას აყენებს და ე.წ. „ხმად“ აქცევს ხოლმე,
როდესაც საქმე პოლიტიკურ ამბებს ეხება.ყველაზე პოლარიზებული ფიგურა
მედიაში
მნიშვნელობა არ აქვს, გიყვართ თუ გძულთ იგი, თუმცა იმ ფაქტს, რომ Fox
News-ის წამყვანი სინ ჰენითი და მისი ერთ-ერთი შოუ ყველაზე ყურებადები
არიან, ვერ გაექცევით. CNN-ის წამყვანმა ოლივერ დერსიმაც კი აღნიშნა,
რომ ჰენითის წიგნი, რომელიც წიგნის დახლებზე სულ მალე გამოჩნდება,
ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი იქნება.ყველაზე ცუდი რიცხვი
წელს ჟურნალისტურ სფეროში ყველაზე ცუდ რიცხვად 3 160 გამოაცხადეს. ეს
იმ ჟურნალისტების რაოდენობაა, რომლებმაც წელს სამუშაო ადგილები
დაკარგეს. ამ მხრივ 2019 წელი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე
დაძაბული აღმოჩნდა.საუკეთესო მწერალი ჟურნალისტი
„თუკი ამას Washington Post-ის ჯესიკა კორტრერა წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ“, - ამბობენ სპეციალისტები. თვითნაბადი ნიჭი, რომელსაც ყველაფრის შესახებ შეუძლია წეროს, სწორედ ასე აფასებენ მას.
საუკეთესო ტელეშოუ მედიაზე
მიმდინარე წლის მედიის შესახებ შექმნილ საუკეთესო ტელეშოუდ რუპერტ მერდოკის იმპერიაზე დაფუძნებული ამბავი სახელწოდებით „მემკვიდრეობა“ აღიარეს. „საოცრად სახალისო, პირქუში და საშინლად გემრიელი“, - ასე აფასებენ მას კრიტიკოსები.
გამაოგნებელი წასვლა
მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, Fox News-ის ჟურნალისტის შეპ სმიტის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებამ მედიის სამყაროში ყველა განაცვიფრა. აღმოჩნდა, რომ მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქსელის დირექტორთან უთანხმოება და ობიექტური გაშუქების შესახებ Fox News-ის პრიორიტეტები იყო.
წლის საუკეთესო წიგნი
2019 წლის საუკეთესო წიგნად New York Times-ის ჟურნალისტების ჯოდი კენტორისა და მეგან ტვოუეის ერთობლივი ნამუშევარი აღიარეს სახელწოდებით - „მან თქვა“. ეს არის მასტერკლასი საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ, რომელიც ეხება სექსუალური ძალადობის შესახებ ჰარვი ვეინშტეინის ცნობილ ისტორიებსა და კამპანია #MeToo-ს.
საუკეთესო მედიაპროექტი
The New York Times-ის პროექტი „1619“ - ბოლო წლების ელიტური ჟურნალისტიკისა და ყველაზე მნიშვნელოვანი მედიაპროექტის ნიმუშად დასახელდა.
ყველაზე შემაშფოთებელი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამბავი
The New York Times-ის მასალა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს ინტერნეტსივრცეში 45 მილიონზე მეტი ფოტო და ვიდეო, რომელიც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას ასახავდა.
დიდი წასვლა
ESPN-ის ლეგენდარული კომენტატორი და სპორტული ჟურნალისტი ბობ ლიმ კარიერა დაასრულა და პენსიაზე გავიდა. დებატების საუკეთესო მოდერატორები
2019 წლის დებატების საუკეთესო მოდერატორების სია ასე გამოიყურება:
MSNBC-ის რეიჩელ მედოუ, NBC News-ის ანდრეა მიტჩელი და კრისტენ ველკერი, ასევე the Washington Post-ის ეშლი პარკერი.
სამი ჟურნალისტი, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს
- The Miami Herald -ის ჯული ბრაუნი ჯეფრი ეპსტინის ამბის გაშუქებისთვის;
- The New York Times-ის ჰაბერნანი პრეზიდენტ ტრამპის გაშუქებისთვის;
- The Washington Post-ის კრეიგ უიტლოგი წიგნისთვის „ავღანეთის მასალები“.
წლის საუკეთესო გაზეთებად the New York Times-ი და the Washington Post-ი დასახელდა.
საუკეთესო ედიტორიალი
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ქალაქი ბალტიმორი „ვირთხებმა და მღრღნელებმა დატბორეს“ და იქ ცხოვრება არავის სურდა, უკან არც გამოცემა Baltimore Sun-მა დაიხია და აშშ-ის პრეზიდენტის ამ ნათქვამს ედიტორიალი მიუძღვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ჯობია მეზობლად რამდენიმე ვირთხა გყავდეს, ვიდრე თავად იყო ვირთხა“.
მომზადებულია poynter.org-ის მასალის გამოყენებით