31.01.2020
- ზაფხულში პლაგიატში ყოველკვირეული პოდკასტი “Crime Junkie” ამხილეს. მოგვიანებით პოდკასტის ავტორებმა პლაგიატის შემცველი ეპიზოდის ვიდეო წაშალეს, თავიდან ატვირთეს და წყაროც მიუთითეს.
- ავტორების ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული მასალის გამო ბოდიში
ვოშინგტონის ყოველკვირეულმა გამოცემამ The Cascadia Weekly-მაც
მოიხადა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულის გამო, გამოცემამ პრეტენზიები
ავტორებისგან და სხვა გამოცემებისგანაც მიიღო.
- გასული წლის თებერვალში Globe-ისა და Mail-ის რედაქტორიმა სილვია
სტიდმა აღმოაჩინა, რომ ვატიკანისა და კათოლიკური ეკლესიის მამების
სპიკერმა კანადური გაზეთისთვის დაწერილ ცხრიდან მინიმუმ სამ სვეტში
პლაგიატს მიმართა.
- გასული წლის თებერვალში The New York Times-ის ყოფილი
აღმასრულებელი რედაქტორი ჯილ აბრამსონი საკუთარ წიგნში “სიმართლით
მოვაჭრენი” პლაგიატში ამხილეს. აბრამსონის პერსონისა და წარსულში მისი
სტატუსის გამო ამბავი ყველასთვის საგანაშო აღოჩნდა. მაშინ Vice-ის
სპეციალურმა რეპორტიორმა მაიკლ მოინიჰანმა თქვა, რომ წიგნი პლაგიატის
არაერთ ეპიზოდს მოიცავდა, მათ შორის, ისეთი გამოცემიდან, როგორებიცაა:
The New Yorker, Ryerson Review of Journalism და Columbia Journalism
Review. აბრამსონმა განმარტა, რომ მას ეს მიზანმიმართულად არ
გაუკეთებია და მას უმოკლეს დროში ჩაასწორებდა.
- გასულ წელს ევროპულმა ახალი ამბების სააგენტოებმა Nieuwe Revu-მ, HP/De Tijd-მ, და Knack.be-მ თქვეს, რომ ისინი მათი შტატგარეშე თანამშრომლის პიტერ ბლასიკის მიერ მომზადებულ მასალებში დასახელებული წყაროების გადამოწმებას ვერ ახერხებდნენ, ამასთან მისსავე სტატიებში პლაგიატიც აღმოაჩინეს.