RSF საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება
11.11.2020
ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტების დაშავებას ეხმიანება.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში RSF-ი აღნიშნავს, რომ თბილისში, კვირა საღამოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებისას სულ მცირე 7 ჟურნალისტი დაშავდა და დაზიანდა მათი ტექნიკა.

ორგანიზაცია მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ