ფეისბუკის აპლიკაციას სახელი არ გადაერქმევა
29.10.2021
28  ოქტომბერს, Faсebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა გამოაცხადა, რომ კომპანიას სახელს უცვლის და მას ამიერიდან "META" ერქევა. თუმცა აპლიკაცია "ფეისბუკი" სახელს არ იცვლის.

"ფეისბუკი" აქამდე ერთ კომპანიაში სხვადასხვა პლატფორმას აერთიანებდა, როგორიცაა "ინსტაგრამი", "ვოტსაპი", "Oculus VR" და სხვა. ამიერიდან კი, ეს აპლიკაციები, "ფეისბუკის" ჩათვლით, კომპანია "META-ს" ქვეშ გაერთიანდება.

ეს ნაწილია ცუკერბერგის პროექტ "მეტავერსისა", რომელიც ვირტუალური რეალობის შექმნაზე მუშაობს.

"მეტავერსში (metaverse)" თითქმის ყველაფერს გააკეთებთ, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია: შეიკრიბებით მეგობრებთან და ოჯახთან, იმუშავებთ, ისწავლით, ითამაშებთ..." - დაწერა ცუკერბერგმა ფეისბუკ პოსტში, სადაც კომპანიის რებრენდიგის შესახებ საუბრობდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ