23.03.2022
დეტალები
21 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 12 მარტს გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტი უარყოფს, რომ ის რუსეთის სამსახურებმა დაატყვევეს და ამბობს, რომ პირიქით, მათ მისი სიცოცხლე იხსნეს.როგორც ვიკტორია როშჩინას დამსაქმებელი მედიასაშუალება hromadske იუწყება, ჟურნალისტს ვიდეო რუსეთის უშიშროების ძალებმა ზეწოლით ჩააწერინეს და სწორედ ამ ვიდეოს პირობით გაათავისუფლეს.
- “ვიკტორია დაკავებისა და ტყვეობის შესახებ სიმართლეს ახლო მომავალში თავად მოჰყვება”, - წერს გამოცემა.
კონტექსტი
ვიკტორია როშჩინა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ცხელი წერტილებიდან ვიდეომასალებსა და სტატიებზე მუშაობდა.- ჟურნალისტი რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში აიყვანეს.
- მის გათავისუფლებას აშშ-ის საელჩო უკრაინაში, ევროკავშირი და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ.
ვიკტორია როშჩინას გაუჩინარების დეტალები წაიკითხეთ აქ.