უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა
30.05.2022

უკრაინაში, ლუჰანსკის რეგიონში რუსეთის ძალებმა სევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლექლე-იმოფი. ინფორმაციას ლუჰანსკის  რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მომხდარის გამო შეწყდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი. 

საევაკუაციო ავტომობილს 10 ადამიანი უნდა გადაეყვანა. აკრედიტირებული ფრანგი ჟურნალისტი ევაკუაციის პროცესის შესახებ მასალას ამზადებდა. მან სასიკვდილო ჭრილობა ჭურვის ნამსხვრევებისგან კისრის არეში მიიღო. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე მედიის 30-მდე წარმომადგენელია დაღუპული.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ