27.12.2022
რა ხდება?
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, გროზევი “სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება.”
ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ამბების” გავრცელებას ეხება.
ვინ არის კრისტო გროზევი?
გამომძიებელ ჟურნალისტს რუსეთის შესახებ არაერთი თემა აქვს გაშუქებული. მათ შორის რუსეთის ჩართულობა საერთაშორისო კრიმინალში:
- 2014 წელს მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება აღმოსავლეთ უკრაინაში
- 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა გაერთიანებულ სამეფოში
- 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლა
“ყალბი ინფორმაციის” გავრცელების შედეგი რუსეთში
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა თავისი არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელების კრიმინალიზება დაიწყო.
ე.წ “ფეიკების” შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი 15 წლამდე პატიმრობაა.
მოკლედ: რას ამბობს „ფეიკების“ შესახებ ახალი რუსული კანონი?