16.02.2023
მას სასჯელის მოხდის შემდეგ, დამატებით, 5 წლით აეკრძალა ვებგვერდების, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით საჯარო და ჟურნალისტური საქმიანობა.
რა ხდება?
- მარია პონომარენკო 2022 წლის 24 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს.
- 2022 წლის 17 მარტს, “ტელეგრამ” არხით გაავრცელა ინფორმაცია
რუსეთის მიერ, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, თეატრის დაბომბვის შესახებ,
სადაც 1200-მდე მშვიდობიან მოქალაქე აფარებდა თავს.
კონტექსტი
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში, რუსეთის
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებები
(შესწორებები) შევიდა, რომლის თანახმად, ე.წ “ფეიკ ნიუსის კანონი”, ვრცელდება
ყველაფერზე, რაც:
- კრიტიკულია რუსეთის ხელისუფლების მიმართ;
- აჩვენებს რუსეთის ომის შედეგებს უკრაინაში;
- ტერმინები: ომი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ადამიანის უფლებების დარღვევა და სხვა.
- ეს “დანაშაული” ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
- ეს ვრცელდება როგორც ტრადიციულ მედიაზე, ასევე სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასა და ომის ამსახველ ფოტოებზეც, შესაბამისად ფოტოჟურნალისტებზეც;
- კანონი ბუნდოვანი და ზოგადია, ამიტომ ბევრი რუსული გამოცემა უსაფრთხოებისთვის სხვა ქვეყნიდან აგრძელებს საქმიანობას.