18.05.2023
რა ხდება?
- 11 მაისს, ილონ მასკმა "ტვიტერის" ქსელში ახალი აღმასრულებელი დირექტორის დაქირავებასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია.
- ხოლო, 12 მაისს "NBCUniversal"-მა დაწერა, რომ მათი სარეკლამო ხელმძღვანელი, ლინდა
იაკარინო დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა, მისი ტვიტერის აღმასრულებელ
დირექტორად დანიშვნა კი ილონ მასკმა დაადასტურა.
- "ნათელი მომავლის შექმნის შენეული (ილონ მასკის) ხედვა დიდიხანია ჩემი შთაგონების წყაროა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ერთად გავაუმჯობესოთ "ტვიტერი" და გარდავქმნათ ბიზნესი" - ასე უპასუხა ლინდამ ილონ მასკის "ტვიტს".
- ის 11 წელზე მეტი მუშაობდა NBCUniversal-ის საერთაშორისო პარტნიორობისა და რეკლამის დეპარტმანეტში.
- მანამდე 20 წელზე მეტი, "Turner Broadcasting System"-ში გაატარა, სადაც გასართობი რეკლამის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ეს ორგანიზაცია აერთიანებდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა CNN, WarnerBros და სხვა.
- 2014 წლიდან, არის "სარეკლამო საბჭოს" (Ad Council) წევრი.
- ასევე, იაკარინო, მაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის დირექტორთა
საბჭოს წევრია.
- 2022 წელს, ილონ მასკმა NBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არც "ტვიტერს" და არც მის სხვა კომპანიებს, რეკლამა არ სჭირდებოდათ, რადგან მათ ისედაც ყავდათ ერთგული მომხმარებლები.
- თუმცა, 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ელექტროავტომობილების კომპანია "ტესლა" პირველად გამოიყენებს ტრადიციულ რეკლამას.
მასკის ეს ნაბიჯი და ლინდა იაკარინოს ანუ "ტვიტერის" ახალი აღმასრულებელი დირექტორის ახლო კავშირები რეკლამასთან აჩენს მოსაზრებას, რომ შეიძლება "ტვიტერმა" მთლიანად შეცვალოს თავისი მიდგომა ე.წ "დასპონსორებულ" კონტენტზე, ეს კი პირდაპირაა დაკავშირებული პლატფორმაზე სიძულვილის ენისა თუ სხვა ტიპის საზიანო მასალის გავრცელების შეზღუდვასთან.
რა უნდა ვიცოდეთ?
ილონ მასკმა "ტვიტერი" 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. მასკმა მმართველობის დასაწყისშივე თქვა, რომ სურდა შეემცირებინა კონტენტის შეზღუდვა, პლატფორმაზე მომხმარებლების "სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების" პრინციპით ესარგებლათ და ის ყველა იდეისთვის ერთნაირად"ხელმისაწვდომი" ყოფილიყო.
მსგავსმა განცხადებებმა კი გააჩინა კითხვები Twitter-ის სარეკლამო გაყიდვების ბიზნესთნ დაკავშირებით, რადგან რეკლამის განმთავსებლებმა შესაძლოა თავი შეიკავონ ფასიანი პოსტების გამოჩენაზე საზიანო შინაარსის მასალებთან.
მას შემდეგ რაც მასკმა "ტვიტერი" შეისყიდა, ამ ქსელის შემოსავალი შემცირდა, რადგან ყველაზე ხშირად რეკლამის განმთავსებლების თითქმის 50%-მა უარი თქვა "ტვიტერთან" თანამშრომლობაზე.