29.08.2023
- რუსეთის სასამართლომ 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა ჟურნალისტებს, რუსლან ლევიევსა და მაიკლ ნაკის, რომლებიც აკრიტიკებენ რუსეთის ომს უკრაინაში.
- ისინი დამნაშავედ ცნეს "ომის შესახებ ფაქტების გაყალბების გამო".
- არც ლევიევი და არც ნაკი არ იმყოფებიან რუსეთში.
- ინფორმაციას ავრცელებს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Moscow Times, ტელეგრამის არხზე, Осторожно, новости-ზე დაყრდნობით.
რა ვიცით ამ ჟურნალისტების შესახებ?
მაიკლ ნაკი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, ვიდეობლოგერია.
- უძღვება Youtube-ის არხს, სადაც 1,4 მილიონ გამომწერს ყოველღიურად უყვება უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ.
- 2015-დან 2020 წლის ივნისამდე მუშაობდა რადიოსადგურ "ეხო მოსკვიში" (Эхo Москвы) და მიჰყავდა დებატები და რამდენიმე გადაცემა.
- 2021 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში.
- 2022 წლის მარტში გადავიდა ვილნიუსში.
რუსლან ლევიევი, ნაკისთან ერთად ერთად, Youtube-ის არხზე აანალიზებს ომის პროცესს.
- ის არის პროექტის "Conflict Intelligence Team"-ის დამფუძნებელი.
- ეს ორგანიზაცია დაარსდა 2014 წელს და ღია წყაროების გამოყენებით იძიებს სამხედრო კონფლიქტებს მათ შორის, უკრაინაში, სირიასა და ლიბიაში.
- ლევიევის ორგანიზაცია რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა.
ორივე მათგანი — ლევიევიც და ნაკიც, კრემლის მიერ, "უცხოური გავლენის აგენტად" არის გამოცხადებული; ეს არის კანონი, რომლის ანალოგიური შინაარსით, საქართველოში, 2023 წლის დასაწყისში, ღიად ანტიდასავლურმა "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტი და მას მხარს უჭერდა "ქართული ოცნება".
ჟურნალისტების - ლევიევისა და ნაკის წინააღმდეგ, "ფეიქების გავრცელების მუხლით", საქმის წარმოების მიზეზი გახდა ვიდეო, რომელშიც ისინი აანალიზებდნენ უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომის მეცხრე დღის შედეგებს.