06.02.2024
დეტალები:
- ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში ყველაზე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიებების ავტორი სწორედ AbzasMedia იყო.
- დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გამოცემის თანამშრომლებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მუშაობის გაგრძელება ემიგრაციიდან
მიუხედავად AbzasMedia-ს ხელმძღვანელობის დაპატიმრებისა, გამოცემა მუშაობის გაგრძელებას ემიგრაციიდან გეგმავს.
- პატიმრობაში მყოფმა ხელმძღვანელობამ მთავარ რედაქტორად ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა დაასახელეს, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.
- “იგი ზედამხედველობას გაუწევს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ახალი სარედაქციო გუნდის მუშაობას”.
“ჩვენ გვესმის ჟურნალისტური საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელობა და ვაფასებთ საზოგადოების და ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერას, რომლებიც აფასებენ სიტყვის თავისუფლებას ამ რთულ დროს”, — ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.
გარდა ამისა
დაპატიმრებები არ შემოიფარგლება მხოლოდ AbzasMedia-ს თანამშრომლებით.
- აზერბაიჯანში დააკავეს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ბლოგერი, მათ შორის YouTube არხის, Arzu Sayadoğlu-ს წამყვანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი.
რეპრესიის ახალ ტალღას ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნებით ხსნიან, რომელიც 7 თებერვალს იმართება. ამას ადასტურებს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის შეფასება, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ბოლოს პრესის თავისუფლების მდგომარეობა აზერბაიჯანში საგრძნობლად გაუარესდა.