BBC: მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან
19.07.2024

მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი მედიასაშუალებები, ბანკები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კიბერ ინციდენტის გამო, გაითიშა გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელევიზიო საინფორმაციო არხი - Sky News. აღნიშნული ინფორმაცია თავად მედიამაც დაადასტურა.

მოგვიანებით, არხმა მაუწყებლობა ინფოგრაფიკების, ტიტრებისა და მორბენალი სტრიქონის გარეშე აღადგინა,  წამყვანებს კი ახალი ამბების კითხვა ფურცლებიდან მოუწიათ. 

ასევე, აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ United Airlines-მა, Delta Airlines-მა და American Airlines-მა ფრენები შეაჩერეს. მიზეზი გლობალური კომუნიკაციის პრობლემებია. ფრენების შეფერხებები დაფიქსირდა ბერლინსა და ესპანეთში. კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟაც.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ