პატიმართა გაცვლის შედეგად, აშშ-ში 2 ჟურნალისტიც დაბრუნდა
02.08.2024



რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი, „რადიო თავისუფლების“ თათარ-ბაშკირული სამსახურის რუს-ამერიკელი რედაქტორი, ალსუ კურმაშევა და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი აშშ-ში დაბრუნდნენ. 

გათავისუფლებულებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ახლობლები და კოლეგები დახვდნენ.

გუშინ, 1 აგვისტოს დასავლეთის ქვეყნები და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. რუსული საგამოძიებო გამოცემა - The Insider-ის ინფორმაციით,  რუსეთმა დასავლეთს 16 ადამიანი გადასცა, თავად კი 8 მოქალაქე დაიბრუნა.

The Wall Street Journal-ის თქმით, ეს არის პატიმართა ყველაზე დიდ გაცვლა ცივი ომის დასრულების შემდეგ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ