“ეს არ იყო უბრალოდ ჟურნალის გარეკანი, ეს იყო შთამბეჭდავი საპროტესტო პლაკატი“
04.06.2016
1967 წელს მუჰამედ ალიმ რელიგიური შეხედულებების გამო, უარი განაცხადა ჯარში წასვლაზე, შედეგად ი მას ჩამოერთვა ჩემპიონის ტიტული და მიესაჯა 5 წელი საპატიმროში, ალის ფაქტობრივად აღარ ეძლეოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო შეჯიბრებში. ჟურნალმა „Esquire-მა“ მუჰამედ ალის „წამებულის“ სახით წარმოჩენა გადაწყვიტა. (1968 წლის ნომერი)

ფოტო შეიქმნა წმინდა სებასტიანის ინსპირირებით.


„ჩვენ გადაღებებზე მოსულ ადამიანებს არასოდეს ვუხსნიდით რა ტიპის ფოტოს გადაღებას ვაპირებდით, ეს რომ წინასწარ გვეთქვა, ალბათ არავინ დაგვთანხმდებოდა. ალის კი დეტალურად ავუხსენით ფოტოს კონცეფცია, ვაჩვენეთ ნახატი, რომლის ინსპირაციითაც ფოტოს გადაღება გვსურდა, მოვუყევით, ვინ იყო წმინდა სებასტიანი და ისიც დათანხმდა. ფოტოს გადაღებამდე ალი თავის სულიერ წინამძღვარს დაუკავშირდა ტელეფონით, დეტალურად მოუყვა ფოტოს კონცეფციის შესახებ, ის ფიქრობდა, რამდენად სწორი იქნებოდა მისი ფოტოს ინსპირაციად ქრისტიანი წმინდანის გამოყენება. დიდი რელიგიური დისკუსიის შემდეგ გადაღება დავიწყეთ. როცა მზა ფოტო პირველად დავინახე, მახსოვს ვთქვი: „ეს ხომ შედევრია“ . ეს არ იყო უბრალოდ ჟურნალის გარეკანი, ეს იყო შთამბეჭდავი საპროტესტო პლაკატი“- იხსენებს ფოტოს ავტორი.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ