09.11.2018
სახერხი ქარხნები. ლაგოსი, ნიგერია, 2016
მისი დიდი ფორმატის ფოტოებში ასახულია ტყეების განადგურება, სამრეწველო ნარჩენები, პლატსმასის რეზინის ნაგვის კერები.
პლასტმასის ნაგავსაყრელი. ნაირობი, კენია 2016
„ადამიანთა უმეტესობა ნაგავსაყრელზე გავლისას იფიქრებდა, რომ სასურათე არაფერია“, - ამბობს ბურტინსკი. „მაგრამ ყოველთვის გამოიძებნება რაღაც გადასაღები, მხოლოდ უნდა მიხვიდე და აღმოაჩინო’’. მისი ერთ-ერთი ცნობილი კადრი კალიფორნიაში საბურავების მთებს ასახავს, მეორე ფოტოზე კი ასახულია დამწვარი სპილოს ძვლების მთა. მსოფლიოს უდიდეს ღია მაღაროს, ჩუკიკმატას ფოტოზე კი კლდის მღვიმეები ასიმეტრიას ქმნიან. მისი შემოქმედება შავი ირონიაა არაიდეალური მსოფლიოს აღქმის.
ჩუკუკამატის სპილენძის მაღარო. ჩილე, 2017
ახალი მულტიმედიური პროექტისთვის ბურტინსკი ხუთი წლის განმავლოაბში 20 ქვეყანას ეწვია. ის ამბობს, რომ "ჩვენ ბუნების გადაშენების მთავარი დამნაშავეები (თუ უკვე არ ვართ) ვხდებით“. ფოტოზე ასახულია ფლორიდის აუზი, რომელსაც ნაგავსაყრელების გამო არაბუნებრივი ფერი აქვს. რეგიონები, სადაც ინდუსტრიული მეურნეობისთვის აუცილებელი ფოსფატი მოიპოვება, როგორც წესი დაბინძურების გამო ძველ მდგომარეობაში ვერ ბრუნდებიან. ,,ნება მომეცით გკითხოთ, ბოლოს როდის ისაუბრეთ ან მოისმინეთ ფოსფორის შესახებ?’’ - წერდა 2016 წელს ბურტინსკი.
ფოსფორის აუზი. ფლორიდა, აშშ. 2012
ბურტინსკი თავს მიიჩნევს გარემოს სპეციალისტად და ცხოვრება მიუძღვნა „პლანეტის გეოლოგიურ სახეზე კაცობრიობის მიერ დატოვებული წარუშლელი ნიშნების’’ მოწმედ ყოფნას.
მაღარო N4. რუსეთი, 2017