გასული, მძიმე 2017 წლის შემდეგ, რთული აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის
2018 წელიც. ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ (CPJ)
მონაცემებით, წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 53
ჟურნალისტი დაიღუპა. ასევე 2018 წელს, მოკლეს კიდევ 23 რეპორტიორი,
რომელთა შემთხვევაშიც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მკვლელობის მიზეზი იყო
თუ არა მათი პროფესიული საქმიანობა, 61 დაიკარგა, 251 კი
დააპატიმრეს.
2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა
აღმოჩნდა. ცნობილი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის
საკონსულოში მოკლეს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ამტკიცებს,
რომ The Washington Post-ზე სვეტების ავტორი და გავლენიანი ჟურნალისტი
საუდის არაბეთის პრინცის დავალებით მოკლეს.
2018 წელს 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა ავღანეთში, ქაბულში ორმაგ ტერაქტს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ჟურნალისტების გარემოცვაში იმ დროს
აიფეთქა, როცა მედია პირველ ტერორისტულ თავდასხმას აშუქებდა. 30
აპრილს ამ თავდასხმას 9 ჟურნალისტი შეეწირა.
წელს ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანებად ჟურნალისტები
დაასახელა. „მცველები“ ასე უწოდა გამოცემამ რეპორტიორებს, რომლებიც
თავისუფალ სიტყვას იცავდნენ, მიუხედავად მათზე თავდასხმებისა. მათ
შორის იყო ჯამალ ხაშოგი, აშშ-ში ერთ-ერთ რედაქციაში შეჭრილი პირის
მიერ მოკლული 5 ჟურნალისტი, ფილიპინებში პრეზიდენტისგან დევნილი და
დაპატიმრებული მარია რესა და სხვები.
„მედიაჩეკერი“ ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“
მიხედვით, 2018 წელს დაღუპული ჟურნალისტების შესახებ გთავაზობთ
მონაცემებს .