04.07.2023
თამარა ჩერგოლეიშვილს ვესაუბრეთ "მედიაჩეკერისა" და "პროექტ 64"-ის ერთობლივი პოდკასტის მეორე ეპიზოდში.
მოუსმინეთ აქ:
ვსაუბრობთ:
- მის მიზნებზე მედიასა და პოლიტიკაში;
- როგორი იყო "ტაბულას" განვითარების გეგმა დაფუძნებისას, და რა ეტაპზეა გამოცემა დღეს;
- რა უნდა იყოს ქართული მედიის როლი მკვეთრად გაზრდილი რუსული პროპაგანდის ფონზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არჩევნების წინ.
ამონარიდები ჩერგოლეიშვილის მოსაზრებებიდან:
- "ჩემი თავი შეიძლება ვიპოვო მედიაშიც და პოლიტაკაშიც, ოღონდ, მედიაში მედიის წესებს დავიცავ, პოლიტიკაში -— პოლიტიკის";
- "ჩემი მიზანია, ვმონაწილეობდე ცვლილებებში ქვეყნის ისტორიული მისიის შესასრულებლად, გავხდეთ თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი, უსაფრთხო წევრი";
- "მედია რომ წარმატებული იყოს, უნდა იცავდეს წესებს და გააშუქოს ის, რაც საჯარო ინტერესის საგანია და არა — პატრონის, ან დამფუძნებლის";
- "სასოწარკვეთილება ყველაზე მავნე რამ არის, რაც შეიძლება მედიამ აფრქვიოს და ამას ვხედავთ ტელემედიიდან: შეიკრიბებიან-ხოლმე საღამოობით და აფრქვევენ სასოწარკვეთილებას";
- "მედიის დღის წესრიგში რიგითი მოქალაქე არ ჩანს".
"ჩვენ გვჭირდება, აღვადგინოთ ხიდი ქართულ მემკვიდრეობასთან, რომელიც 1921 წელს ბოლშევიკებმა წაშალეს. ამას მუშაობა სჭირდება და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების — საჭიროა კულტურული სფეროს, Think tank-ების (*კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებული ექსპერტთა ჯგუფი), მედიის ჩართულობა."
მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე:
პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
- ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
- პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.