მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მონაცემებით,
2023 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით
სახელისუფლებო სტრუქტურებს 40-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ 851-ჯერ
მიმართა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 851 განცხადებიდან
მედიაორგანიზაციებმა სრულყოფილი პასუხი 155 წერილზე მიიღეს, 144
განცხადებას პასუხი ნაწილობრივ გაეცა, 86-ს - დაგვიანებით.
მედიასაშუალებების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით გაგზავნილი
520 განცხადება კი სახელისუფლებო სტრუქტურებმა უპასუხოდ დატოვეს.
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკის ამსახველ ბაზას პროექტის -
„მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში ქმნის.
მონაცემთა ბაზის შედეგებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
მნიშვნელობის შესახებ „მედიაჩეკერთან“ ორგანიზაციის დირექტორმა,
ეკატერინე ბასილაიამ ისაუბრა.