10.09.2024
დღეს, 10 სექტემბერს თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება არ მოხდეს.
აქციაზე მოქალაქეები ჟურნალისტის მხარდამჭერი
პლაკატებითა და გზავნილებით იყვნენ მისულები: „სოლიდარობა აფგან
სადიგოვს“, „შეწყდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია“, „საქართველო
გაზზე არ იყიდება“.