კატეგორია: ბლოგი
თითქოს რთულია, ქართულმა სატელევიზიო გადაცემებმა გაგაოცოს. აქამდე
მეგონა, რომ გია ჯაჯანიძის შოუ ქართული სატელევიზიო პროდუქტების
ფსკერი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაოცების რესურსი კვლავ მოიპოვება
მედიასივრცეში.
15 ივნისის გადაცემა პროფილში, მაია ასათიანმა მოახერხა და ახალ საფეხურზე ჩაიყვანა თავისივე საავტორო თოქ-შოუ "პროფილი". იმდენი პრობლემური რამ მოხდა ერთ გადაცემაში, რომ დახარისხებაც კი გამიჭირდა. პირველად, როცა გადაცემის პრომო ვნახე, რამდენიმე წუთი არ მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა. სტუდიაში წრეზე ისხდნენ რიგი, საეჭვო ღირებულებების მქონე ადამიანები და საზოგადოებრივი მორალის კენწეროდან ასამართლებენ ქალს, რომელიც თავის ცხოვრებაზე საუბრობდა.
“ყოფილი ჟურნალისტი, მწერალი, ხუთი შვილის დედა, დღეს მეძავია!” - მაია ასათიანმა ისეთი პათოსი შექმნა მარიამის ისტორიაზე, რომ ცნობილი სატელევიზიო მორალისტები, თავის ქნევით, ნწ ნწ-ს ძახილით და დამახასიათებელი ემოციურობით, ყველას თვალწინ განიხილავდნენ მათივე წინ მჯდომი ადამიანის ცხოვრებას. პრინციპში, ახალი ამაში არც არაფერია, სხვისი ცხოვრებით ინტერესი და განსჯა სპორტის სახეობა რომ იყოს, საქართველო ცალსახად, მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა მსოფლიოში თუ არა, ევროპაში მაინც. მოკლედ, ამჯერად რეალური განკითხვის დღე მოაწყვეს სტუმრებმა და ამაში განსაკუთრებული წვლილი უშუალოდ, გადაცემის ავტორმა მაია ასათიანმა შეიტანა.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჯერ განხილული ისტორია პროსტიტუციისგან გაიმიჯნა. უკლებლივ ყველა სტუმარმა გამოხატა ემპათია მარიამის მიმართ და მხოლოდ შემდეგ დადგნენ მორალის სადარაჯოზე. გადაცემის წამყვანის რამდენიმე ყალბი მცდელობის მიუხედავად, რომ სტუმრებს თავი მარიამის ადგილზე წარმოედგინათ, ყველაფერი მაინც განკითხვით სრულდებოდა. საყოველთაო თანხმობა შედგა იმის თაობაზე, რომ მას შეეძლო სხვა სამსახური მოეძებნა, დამლაგებლად ემუშავა ან თუნდაც, კარდაკარ შემწეობა ეთხოვა, ოღონდ სექსის სანაცვლოდ ფული არ აეღო.
მთელი გადაცემის პათოსიც თითქმის ეს იყო. მარიამს არავინ დაუჯერა, რომ ყველა იმ მცდელობის მიუხედავად, რაზეც საუბრობდა, მან სამსახური ვერ იშოვა. “ჰქონდა მარიამს სხვა გამოსავალი?”, “პატიოსანი გზით ვერ მოახერხა ფულის შოვნა“, “შენ ხო ხვდები, რომ თქვენ წინ მეძავი არ ზის?” - ისმოდა სტუდიაში სხვადასხვა კონტექსტში. გადაცემის წამყვანი ამით თითქოს, მარიამის მხარდჭერას ცდილობდა. მისი თქმით, 5 შვილის დედა, რომელსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა “მეძავი” არ არის, იმიტომ რომ ის ამას შვილების დასაპურებლად აკეთებს. მაია ასათიანმა თავისი არგუმენტის გასამყარებლად, იქვე მოიყვანა თავისი ნაცნობის მაგალითი, რომელიც "ამას" Dolce & Gabanna-ს ფეხსაცმელების გამო აკეთებს და დასძინა, რომ მისთვის ის 500 დოლარიანი ადამიანები უფრო მეძავები არიან.
შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მარიამი არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვის განკითხვასაც მაია ასათიანი შოუს ფარგლებში გეგმავდა. “თამო, შენ აგიღია სექსში ფული? ანუ მარიამი მეძავია?” - პირდაპირ მიახალა გადაცემის ავტორმა სტუდიაში მყოფ თამო ვაშალომიძეს. მისი სახით, მაია ასათიანს კიდევ ერთი ეპატაჟური სტუმარი ჰყავდა, თუმცა გადაცემის წამყვანს ვაშალომიძემ იმედები აშკარად არ გაუმართლა. წამყვანი ალბათ ელოდა, რომ განსხვავებულ ისტორიებს მოისმენდა სტუმრისგან, არ უჯერებდა, რომ მან ადმინისტრატორად მუშაობით იყიდა კომერციული ფართი. რამდენჯერმე ჩაეძია და ყველა კითხვას ასრულებდა გაკვირვებით და გაოცებით, თუ როგორ შეძლო მან "პატიოსანი" შრომით კომერციული ფართის შეძენა.
მაგრამ რა არის პატიოსანი შრომა?! გადაცემის სტუმრებმა კარდაკარ სიარული და შემწეობის თხოვნა სექს სამუშაოზე უფრო ღირსეულ საქმიანობად მონათლეს. სამწუხაროდ, არც გადაცემის წამყვანს და სტუდიაში მსხდომი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უხსენებია, რომ სექს სამუშაოც ჩვეულებრივი სამუშაოა, რომ ადამიანის სხეული მისივე საკუთრებაა და ხშირ შემთხვევაში, სექს-მუშაკობა უბრალოდ არჩევანი და ძალადობისგან დაცლილი გადაწყვეტილებაა.
მაშინ როცა სექს-მუშაკები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და სტიგმატიზებული ჯგუფია საქართველოში, როცა კლიენტები და სამართალდამცავი ორგანოებიც კი სისტემატიურად ავიწროებენ სექს-მუშაკებს, ყალბი და მორალისტური კვარცხლბეკიდან პრობლემის ანალიზი არათუ პრობლემას არ აგვარებს, პირიქით, ისედაც ჩაგრული ჯგუფის კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზებას და გარიყვას უწყობს ხელს.
სამწუხაროა, რომ მეინსტრიმ მედიასივრცეში ხშირად აკეთებენ გადაცემებს სენსიტიურ თემებზე ისე, რომ გადაცემაზე მომუშავე ადამიანები წინასწარ არ იკვლევენ საკითხს. არ ინტერესდებიან, ადგებათ თუ არა ზიანი ცალკეულ ადამიანებს მათი გადაცემით. ყველაფერი საბოლოოდ, რეიტინგსა და სკანდალზე გადის. ამიტომ ქართულ მედიასივრცეში სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს დარჩება თოქ-შოუ “პროფილი”, გია ჯაჯანიძის “სხვა რაკურსი” და ადგილი აღარ მოიძებნა გოგი გვახარიას და სალომე ასათიანისთვის, რომელთა გადაცემებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის "რეფორმების ტალღას" შეეწირა.
გიორგი თაბაგარი, თანასწორობის მოძრაობის აქტივისტი

16.06.2017