09.06.2017
მედია ტექნოლოგიებს სწრაფად ითვისებს და სმარტფონების გამოყენება ჟურნალისტიკაში, ახალი ამბავი აღარ არის. ამ პროფესიის ბევრი ადამიანი აქტიურად იყენებს Dropbox-ს, Google-ისა და Adobe-ის ძალიან დახვეწილ პროგრამებს. თუმცა, ამ ცნობილი კომპანიების გარდა, ჟურნალისტებისთვის სხვებმაც შექმნეს კარგი აპლიკაციები, რომლებსაც მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ. რა თქმა უნდა, სტატიაში მოცემული სიის გაგრძელებაც შეიძლება, ვიღაცას კი შესაძლოა, რომელიმე აპის ალტერნატივა უფრო მოსწონდეს, თუმცა წარმოდგენილი აპლიკაციები მედიაში დასაქმებულ ადამიანებს (და არა მარტო მათ) ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება.